მთავარ შინაარსზე გადასვლა
საქართველოს იოგას ფედერაცია

პროფესიული ქსელი

სივრცე პროფესიული კავშირებისთვის, საერთო საქმიანობისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.

შეავსეთ გაწევრიანების განაცხადი

თქვენი ცოდნა — საერთო შესაძლებლობა

წევრობა ქმნის სივრცეს როგორც ახალი იდეების განსახორციელებლად, ისე პროფესიულ საზოგადოებაში ჩასართავად.

გააზიარეთ

ლექციები, თემატური პრეზენტაციები და პოდკასტები

გაუზიარეთ საზოგადოებას თქვენი ცოდნა, გამოცდილება ან კვლევითი მიგნებები ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფორმატით.

განახორციელეთ

პროფესიული თანამშრომლობა

მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციებში, სამუშაო ჯგუფებსა და ერთობლივ პროექტებში.

შექმენით

სემინარები და გაკვეთილები

შესთავაზეთ ფედერაციას საგანმანათლებლო შეხვედრა ან პრაქტიკული აქტივობა.

ისარგებლეთ

ბიბლიოთეკა და რესურსები

ისარგებლეთ ფიზიკური ბიბლიოთეკითა და საგანმანათლებლო რესურსებით, სარგებლობის პირობების შესაბამისად.

იდეის შემოტანა ყველას შეუძლია.

ფედერაციის სივრცეში ინიციატივის განხორციელებისთვის საჭიროა წევრობა. ინიციატივის განხორციელება წინასწარ თანხმდება შესაბამის სამუშაო ჯგუფთან. ერთად განვიხილავთ თემას, ფორმატს, წარმდგენის შესაბამის გამოცდილებასა და განხორციელების შესაძლებლობას.

როგორ გსურთ ჩართვა?

წევრობის კატეგორია ასახავს თქვენს საქმიანობასა და ჩართულობის ფორმას. პროფესიულ და ასოცირებულ წევრებს მონაწილეობის ძირითადი შესაძლებლობები საერთო აქვთ.

ჩემი პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით

პროფესიული წევრი

იოგას ინსტრუქტორებისთვის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული ცოდნით ჩაერთონ ფედერაციის საქმიანობაში.

კონკრეტული ინიციატივა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სამომავლო თანამშრომლობისთვისაც.

პროფესიული წევრობა
ჩემი ინტერესითა და მონაწილეობის სურვილით

ასოცირებული წევრი

პრაქტიკოსებისთვის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ, დაამყარონ კავშირები და ჩაერთონ საერთო საქმიანობაში.

პროფესიული კვალიფიკაცია აუცილებელი არ არის. თქვენი ჩართულობა შეიძლება დროთა განმავლობაში განვითარდეს.

ასოცირებული წევრობა
ჩვენი ორგანიზაციის სახელით

სკოლა / სტუდია

სკოლების, სტუდიებისა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ ფედერაციასთან პარტნიორობა და ერთობლივი საქმიანობა.

განაცხადს ორგანიზაციის წარმომადგენელი ავსებს. ორგანიზაციის სხვა წევრების ინდივიდუალური წევრობა ცალკე განიხილება.

ორგანიზაციული წევრობა

წევრობის პირობები

პირველი წელი12 თვე უფასოდ

გაწევრიანების დღიდან, სამივე კატეგორიისთვის.

წევრობის ვადაყოველწლიური

შემდგომი წლის საწევროს ოდენობა გამოცხადდება ფასიანი პერიოდით გაგრძელებამდე.

განაცხადის განხილვა3 სამუშაო დღე

პასუხს მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ.

რას ვეთანხმები გაწევრიანებისას?

წევრი იზიარებს ფედერაციის პროფესიულ და ეთიკურ პრინციპებს და წარმოადგენს ზუსტ ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ.

სტანდარტები და ეთიკა →
როგორ განიხილება განაცხადი?

ფედერაციის პასუხისმგებელი პირი ამოწმებს ინფორმაციის სისრულესა და არჩეულ კატეგორიასთან შესაბამისობას. საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებით დაზუსტებისთვის. დადებითი პასუხის შემთხვევაში გეცნობებათ წევრობის დაწყებისა და დასრულების თარიღები; უარის შემთხვევაში — მოკლე განმარტება.

როგორ ვისარგებლო ბიბლიოთეკითა და სივრცით?

ბიბლიოთეკითა და საგანმანათლებლო სივრცით სარგებლობას ცალკე პირობები აქვს. დეტალური წესები დამატებით გამოქვეყნდება „რესურსებისა“ და „განათლების“ განყოფილებებში. საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის პირობები თითოეულ პროგრამასთან განისაზღვრება.

გახდით ფედერაციის წევრი

შეავსეთ გაწევრიანების განაცხადი.

შეავსეთ გაწევრიანების განაცხადი

წევრობა ინსტრუქტორთა რეესტრში განთავსებას არ გულისხმობს. ინსტრუქტორთა რეესტრი →