პროფესიული ქსელი
ვაკავშირებთ ინსტრუქტორებს, სკოლებსა და სტუდიებს, ხელს ვუწყობთ მათ მხარდაჭერას, საერთო საქმიანობასა და სფეროს ინტერესების წარმომადგენლობას.
პროფესიული ქსელისაქართველოს იოგას ფედერაცია იოგას ინსტრუქტორების, სკოლებისა და სტუდიების პროფესიული გაერთიანებაა. ვქმნით საერთო სივრცეს თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისთვის.
ჩვენი მისიაა საქართველოში იოგას განვითარებისა და მისი მრავალმხრივი ღირებულების წარმოჩენის ხელშეწყობა, იოგას ტრადიციისა და თანამედროვე ცოდნის ურთიერთკავშირის საფუძველზე.
გვინდა, იოგა ვითარდებოდეს როგორც ცოდნასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფუძნებული პრაქტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია განსხვავებული გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.
ცოდნა, კომპეტენცია, თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა. პატივს ვცემთ იოგას მრავალფეროვან ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომებს და ვიცავთ სწავლების ეთიკურ და პროფესიულ პრინციპებს.
ვაკავშირებთ ინსტრუქტორებს, სკოლებსა და სტუდიებს, ხელს ვუწყობთ მათ მხარდაჭერას, საერთო საქმიანობასა და სფეროს ინტერესების წარმომადგენლობას.
პროფესიული ქსელიხელს ვუწყობთ უწყვეტ განათლებას, ვქმნით პროფესიულ რესურსებს და ვავრცელებთ იოგას შესახებ აკადემიურ ცოდნას.
განათლების მიმართულება
საქართველოს იოგას ფედერაცია იოგას აკადემიის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს იოგას ინსტრუქტორთა მომზადებას.
სკოლის სტატუსიYoga AllianceRegistered Yoga School · RYS 200
პროგრამის წამყვანი ტრენერიგიორგი ბერძენიშვილიE-RYT 500
იოგას სწავლებისა და ინსტრუქტორთა მომზადების ხარისხის ხელშეწყობა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბება და განვითარება.
ინსტრუქტორებისა და იოგას სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის უწყვეტი განათლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობების შექმნა.
იოგას ისტორიული, ფილოსოფიური და პრაქტიკული ტრადიციების შესწავლისა და გააზრების ხელშეწყობა, თანამედროვე აკადემიურ და სამეცნიერო ცოდნასთან დიალოგში.
იოგას ინსტრუქტორების, სკოლებისა და სტუდიების დაკავშირება და მათ შორის თანამშრომლობის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.
იოგას შესახებ ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება და საზოგადოებისთვის სანდო, დასაბუთებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
იოგას სწავლებისას პროფესიული ეთიკის, კომპეტენციის, უსაფრთხოებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობის დამკვიდრება.
იოგას პრაქტიკისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა განსხვავებული ასაკის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროფესიული კავშირების განვითარება, გამოცდილების გაზიარება და საქართველოში იოგას პროფესიული საზოგადოების ინტერესების წარმოჩენა.
საქართველოს იოგას ფედერაცია 2009 წელს დაარსდა, როგორც პროფესიონალი იოგას ინსტრუქტორებისა და იოგას ცენტრების გაერთიანება. მისი შექმნა საქართველოში იოგას სწავლების, პროფესიული განათლებისა და იოგას საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას უკავშირდება.
2010 წელს საქმიანობა დაიწყო ფედერაციის პირველმა ცენტრმა — „იოგას სახლმა“, რომელიც საქართველოში პირველი სპეციალიზებული იოგას ცენტრი გახდა.
ფედერაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულება თავიდანვე იყო როგორც პრაქტიკული სწავლება, ისე იოგას შესახებ ცოდნის ქართულ ენაზე განვითარება. წლების განმავლობაში შეიქმნა და ითარგმნა საგანმანათლებლო მასალები იოგას ისტორიის, ფილოსოფიის, ანატომიისა და ბიომექანიკის მიმართულებით; პარალელურად ტარდებოდა პროფესიული და სამოყვარულო კურსები, სემინარები, ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები.
2020 წლიდან ფედერაციის მიერ მომზადებულმა და სერტიფიცირებულმა ინსტრუქტორებმა აქტიურად დაიწყეს პროფესიული საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში — დააფუძნეს საკუთარი სტუდიები და დასაქმდნენ იოგას, ფიტნესისა და სხვა ცენტრებში. ამ პროცესმა ხელი შეუწყო იოგას პროფესიული საზოგადოების გაფართოებას და იოგას სწავლების გეოგრაფიულ გავრცელებას საქართველოში.
დღეს საქართველოს იოგას ფედერაციის მიერ მომზადებულია 254 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობა პროფესიულად საქმიანობს. ფედერაცია აგრძელებს საქართველოში იოგას განათლებისა და პროფესიული გარემოს განვითარებას, ტრადიციული იოგას ცოდნისა და თანამედროვე აკადემიური და სამეცნიერო მიდგომების ურთიერთკავშირის საფუძველზე.
ფედერაციის ხელმძღვანელი
ეთიკა და უსაფრთხოება · წევრობა და პროფესიული საზოგადოება · სტანდარტები, განათლება და კვლევა
ეთიკა და უსაფრთხოება · სტანდარტები, განათლება და კვლევა
ეთიკა და უსაფრთხოება · ორგანიზაციული მხარდაჭერა
ეთიკა და უსაფრთხოება
წევრობა და პროფესიული საზოგადოება · სტანდარტები, განათლება და კვლევა · ორგანიზაციული მხარდაჭერა
თათა ნასყიდაშვილი წევრობა და პროფესიული საზოგადოება · ორგანიზაციული მხარდაჭერა
წევრობა და პროფესიული საზოგადოება · ორგანიზაციული მხარდაჭერა
წევრობა და პროფესიული საზოგადოება
სტანდარტები, განათლება და კვლევა
სტანდარტები, განათლება და კვლევა
საქართველოს იოგას ფედერაციის მმართველობითი მოდელი ეფუძნება ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნას, პროფესიულ თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების ჩართულობას.
ფედერაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ხელმძღვანელი, ხოლო ცალკეული პროფესიული მიმართულებების განვითარებაზე მუშაობენ თემატური სამუშაო ჯგუფები. საქმიანობის პრაქტიკულ განხორციელებას უზრუნველყოფს ორგანიზაციული მხარდაჭერის გუნდი.
ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს ფედერაციის საქმიანობას, წარმოადგენს ორგანიზაციას და პასუხისმგებელია მისი მისიის, მიზნებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების განხორციელებაზე.
ხელმძღვანელი:
სამუშაო ჯგუფები იქმნება კონკრეტული პროფესიული მიმართულებების, პროექტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შესამუშავებლად.
მათში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე ფედერაციის წევრებს.
სამუშაო ჯგუფები ასრულებენ კვლევით, საკონსულტაციო და შემუშავების ფუნქციას — სწავლობენ შესაბამის საკითხებს, ამზადებენ პროექტებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენენ მათ ხელმძღვანელს.
ჯგუფის მიზანია იოგას სწავლების, პროფესიული განათლებისა და ცოდნის განვითარების ხელშეწყობა.
ჯგუფის მიზანია იოგას სწავლებისთვის ეთიკური, პროფესიული და უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობა.
ჯგუფის მიზანია ფედერაციის წევრობის სისტემისა და საქართველოში იოგას პროფესიული საზოგადოების განვითარება.
მიმართულება უზრუნველყოფს ფედერაციის საქმიანობის პრაქტიკულ, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ განხორციელებას.
საჭიროების შესაბამისად ამ საქმიანობაში შეიძლება მონაწილეობდნენ თანამშრომლები და მოხალისეები.
ფედერაციის საქმიანობაში ერთმანეთისგან გამიჯნულია პროფესიული საკითხების შემუშავება, გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება.
სამუშაო ჯგუფები იკვლევენ საკითხებს, ამზადებენ დოკუმენტების პროექტებსა და პროფესიულ რეკომენდაციებს.
ხელმძღვანელი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს ფედერაციის საქმიანობის, პოლიტიკებისა და პროფესიული სტანდარტების შესახებ და უზრუნველყოფს მათ დამტკიცებასა და განხორციელებას.
ორგანიზაციული მხარდაჭერის გუნდი უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ განხორციელებას.
ეს მოდელი საშუალებას აძლევს პროფესიული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის განვითარებაში საკუთარი გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად, ამავე დროს კი უზრუნველყოფს პასუხისმგებლობებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მკაფიო გამიჯვნას.